|
სადაზღვევო ბაზრის საფუძვლიანმა შესწავლამ განაპირობა ალდაგი ბისიაის სადაზღვევო პროდუქტების მიმზიდველობა როგორც უნიფიცირებული პროცედურებით, ასევე მოქნილი სატარიფო სისტემით.
კომპანიის მომსახურების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია თითოეული მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სპეციალური (არასტანდარტული) სადაზღვევო პროდუქტები, რაც უფრო კონკურენტულს ხდის კომპანიის მომსახურებას.
ალდაგი ბისიაის მსხვილი კლიენტები არიან: "Energo-pro Georgia"; "Shtrabag"; "Ashtrom International"; "Ashtrom Contracting"; "Tav georgia"; "Canargo energy"; შს სამინისტრო; "ჯეოსელი"; საქაერონავიგაცია; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პროკურატურა; ბათუმის აეროპორტი.
|