ENG
GEO
siaxleebi
სიახლეები
media Cven Sesaxeb
მედია
ჩვენ შესახებ
cifrebi da faqtebi
ციფრები და
ფაქტები
prezentaciebi
პრეზენტაციები
kariera
კარიერა
partniorebisTvis
პარტნიორებისთვის
კალკულატორები
შეუკვეთეთ პოლისი
გამოიძახეთ წარმომადგენელი

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
საქართველოს ბანკი
ალდაგი ბისიაის მანქანების აუქციონი
პრაიმ ფიტნესი
ტურისტული კომპანია "ასა"

ჩემი ოჯახის კლინიკების ქსელს კიდევ ერთი ფილიალი დაემატება!

 ფოთის პორტში ჩემი ოჯახის კლინიკის 2 განყოფილება გაიხსნება. ფოთის პორტის 1257 თანამშრომელი ალდაგი ბისიაიშია დაზღვეული და მათ ფოთის პორტის ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის გახსნილ სამედიცინო პუნქტში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. ჩემი ოჯახის კლინიკის ფილიალში შესაძლებელი იქნება შემდეგი სამედიცინო მომსახურების მიღება: ჯანმრთელობის მონიტორინგი, პაციენტის გასინჯვა,  საგარანტიოების გაცემა, მიმართვების გაცემა და სხვა. დაზღვეულებს ასევე მომსახურების მიღება შეეძლებათ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც მათ მოემსახურებიან სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს და ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად აღჭურვილი ბრიგადა პაციენტს ადგილზე გაუწევს მომსახურებას.

 2010 წლის დასაწყისში ჩემი ოჯახის კლინიკის ბათუმის ფილიალი გაფართოვდა, ფუნქციონირება დაიწყო ქირურგიის განყოფილებამ, რომელშიც ტარდება ამბულატორიის ლიცენზიით განსაზღვრული ქირურგიული ოპერაციები.

 სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი 2006 წლიდან ფლობს საკუთარი კლინიკების ქსელს. ჩემი ოჯახის კლინიკის ფილიალები განთავსებულია როგორც თბილისში ( 3 კლინიკა), ასევე ქუთაისსა და ბათუმში. 


05.07.2010:

ბეჭდვა << უკან