|
ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანია საქართველოში ალდაგი ბისიაი საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია, რომლის აქციების 49% საქართველოს ბანკს, ხოლო 51% "Galt & Taggart Securities" ეკუთვნის. ალდაგი ბისიაი - "ალდაგის" (დაარსებული 1990 წელს) და "ბისიაის" (დაარსებული 1998 წელს) გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა.
"ალდაგი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც 1990 წელს დაარსდა. 2005 წელს "ალდაგმა" და „ბისიაიმ" მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელეს: "ალდაგმა" შეიძინა სადაზღვევო კომპანია "სელბი", ხოლო "ბისიაიმ" - "ევროპეისი".
2006 წელს "ბისიაიმ" მომხმარებელს ერთი ბრენდის ("ჩემები") ქვეშ გაერთიანებული პროდუქტების დაზღვევა შესთავაზა. ამ ნაბიჯმა გაამართლა და მოსახლეობაში ინდივიდუალური დაზღვევის კულტურაც გაიზარდა. იმავე წელს კომპანიის წარმატება ჯილდოს მიღებითაც დაგვირგვინდა და სადაზღვევო პროგრამა "ჩემებმა" "Golden Brand 2006"-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.
2006 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო "ჩემი ოჯახის კლინიკამ", რომელიც აერთიანებს 4 ამბულატორიულ ცენტრს და 1 სტაციონარს. გარდა ამისა, მომხმარებელს თბილისში არსებული სხვა სამედიცინო პროვაიდერ კლინიკებშიც შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა.
საქართველოს საფინანსო-ზედამხედველობის სააგენტოს წლევანდელი მონაცემების თანახმად ალდაგი ბისიაი საქართველოში მოქმედ 13 სადაზღვევო კომპანიას შორის ყველაზე მეტ, საერთო სადაზღვევო ბაზრის 23%-ს ფლობს. 2008 წლის სამი კვარტლის მონაცემების თანახმად ალდაგი ბისიაიმ 23 586 385 ლარის ზარალი აანაზღაურა. მოზიდულმა პრემიის რაოდენობამ კი 50 019 459 ლარი შეადგინა. სოციოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველი მეორე თბილისელისთვის დაზღვევა, სწორედ, ჩვენს კომპანიასთან ასოცირდება (52%).
ჩვენ ვთანამშრომლობთ უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან Benfield, Hannover Re, AIG, Munich Re, Swiss Re, SCOR, Allianz, Polish Re, ACE, Sava Re, British Marine, Syndicates of Lloyd's და ა.შ.
ალდაგი ბისიაი გაწევრიანებულია დაზღვევის ასოციაციაში და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტში (ICC საქართველო). ალდაგი ბისიაი მონაწილეობს "ექსპო ჯორჯიას" ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენებში. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი აქტიურად მონაწილეობს სოციალურ, სპორტულ და ტელე-პროექტებში. ალდაგი ბისიაიმ სპონსორობა გაუწია ტელე-პროექტ "ეტალონს", "ყაზარმას", "ბინას", ხოლო ამჟამად ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ოფიციალური მზღვეველია. ალდაგი ბისიაიმ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალური პროდუქტი ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის წევრებისთვის შექმნა.
|